ნანა ჰერნანდეს გეტაშვილი

 არქიტექტორი, დიზაინერი, მსოფლიო ხუროთმოძღვრების ისტორიკოსი, პროდიუსერი, სატელევიზიო წამყვანი

დედა, ნინა ვიქტორის ას. გეთაშვილი - რუსეთის ფერწერის, ქანდაკების და ხუროთმოძღვრების აკადემიის პროფესორი, ხელოვნების ისტორიის საკითხებზე მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი.

მამა, გიორგი რევაზის ძე გეთაშვილი - ბიოფიზიკოსი, ადამიანის დნმ-ს საკითხებზე მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი (კავკასიაში რუსული არისტოკრატიული გვარის შთამომავალი).

საშუალო სკოლაში სწავლისას ნანა ჰერნანდეს გეტაშვილი გაიმარჯვა ხაზვის სხვადასხვა ოლიმპიადებზე. 17 წლის ასაკში დაარსა საკუთარი არქიტექტურული სახელოსნო, სადაც ძირითადი გამომსახველობითი საშუალებებს სივრცე, მოცულობა, ხაზი „კუტურიესგან“, ფერი, სინათლე და საგანი წარმოადგენდნენ.

შემდეგ კი იყო მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის (МАРХИ) წითელი დიპლომი და სწავლის გაგრძელება ლონდონის არქიტექტურის აკადემიაში.

ჯერ კიდევ მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის მესამე კურსზე სწავლისას აშენდანანა ჰერნანდეს გეტაშვილის მიერ დაპროექტებული პირველი შენობა (მრავალსართულიანი საოფისე კომლექსი იაუზაში). მას შემდეგ მისი პროექტებით აშენდა და აღდგა ასობით საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ნაგებობა, საკუთარ სახლი, ლუქს კლასის ბინა, თვითმფრინავი, იახტა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და რუსეთში.



ნანა ჰერნანდეს გეტაშვილი, არქიტექტორი 22 წლის გამოცდილებით, არა მარტო აპროექტებს ნაგებობებსა და შენობათა კომპლექსებს, არა მარტო აწყობს და რთავს ინტერიერებს, ქმნის საოჯახო ავეჯსა და აქსესუარებს, რომელთა ხელშესახებ ფორმებში ხორცშესხმულია სიმშვიდე და კომფორტი, არამედ თამამად იჭრება მისთვის ახალ შემოქმედებით სფეროებში.

მასთან თანამშრომლობით შეიქმნა 72 მეტრიანი იახტის PREDATOR - ის დახვეწილი ინტერიერი, რომლის შენებაც 2009 წელს დასრულდა ჰოლანდიის ვერფში. იგი დანიური გემთმშენებელი კომპანიის Feadshipс -ის მთელ ისტორიაში აღიარებულ იქნა ყველაზე ინოვაციურ პროექტად და მან 2010 წელს მონაკოს იახტ-შოუზე ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.



2008 წელს ნანა ჰერნანდეს გეტაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისგან მიიღო წინადადება, გამხდარიყო ახალი ორმილიონიანი მოსახლეობის მქონე ქალაქის მთავარ არქიტექტორი, თუმცა ოჯახური გარემოებების გამო იძულებული გახდა უარი ეთქვა ამ მომხიბლავ შემოთავაზებაზე. 2008 წელს სარაგოსაში (ესპანეთი) გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე EXPO – 2008 მისი ავტორობით მომზადებული რუსეთის პავილიონის პროექტი დაჯილდოვდა გამოფენის ვერცხლის მედლით და პავილიონის საუკეთესო დიზაინისათვის გამართულ კონკურსში პირველობა მხოლოდ გამოფენის მასპინძლებს - ესპანელებს დაუთმო.



სარაგოსაში EXPO-2008-ზე რუსეთის სექცია დაჯილდოვდა გამოფენების საერთაშორისო ბიუროს ვერცხლის მედლით პავილიონის საუკეთესო დიზაინისათვის, რომელიც შეასრულა ნანა გეტაშვილმა. 



2008 წელს გახდა «წლის სტილის» პრემიის ლაურეატი ნომინაციაში «სტილი შემოქმედებაში».

2008 წელს ნანა ჰერნანდეს გეტაშვილი «უცხოეთში რუსული კულტურის განვითარებისა და წარმოჩენისთვის» დაჯილდოვდა პრემიით «წლის ადამიანი»



ნანა ჰერნანდეს გეტაშვილმა ტელეკომპანია НТВ - სთან თანამშრომლობა 2001 წელს, პრაქტიკულად გადაცემა «საბინაო საკითხის» დაარსებისთანავე დაიწყო. მისმა შთაგონებულმა წარმოდგენებმა ხორცი შეისხა მრავალი ტელემაყურებლის ბინების ინტერიერების განახლებისას. პროგრამის პირობების მიხედვით დიზაინ - პროექტის ავტორს ბინის მესაკუთრესთან მხოლოდ ერთი მოკლე შეხვედრის უფლება აქვს და თანაც ისე რომ არ უნდა დაუსვას პირდაპირი კითხვა «რისი გაკეთება გსურთ?». ნანა ჰერნანდეს გეტაშვილის აზრით, ეპატაჟი, როგორც ამ ამ ტელეპროექტის ზეამოცანა, არ არის მისი ყველაზე მძიმე ნაწილი: «მე უნდა ვიგრძნო, თუ როგორ ოთახზე ოცნებობს ამა თუ იმ ოჯახის თითოეული წევრი და შევუთავსო ერთმანეთს მათი დიდწილად წინააღმდეგობრივი სურვილები. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ერთი საათის განმავლობაში გავუგო მათ. . . თუკი ოდესმე გადავწყვიტავ, გავხსნა რაიმე კურსები არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის, იქ ხაზვისა და ხატვის გარდა აუცილებელი საგანი იქნება დამკვეთისა და შემსრულებლის ურთიერთობის ფსიქოლოგია.

 

2007 წელს ნანა ჰერნანდეს გეტაშვილი ავტორობით გამოვიდა რვანაწილიანი შემეცნებითი სატელევიზიო ციკლი „ მსოფლიო არქიტექტურის საიდუმლოებები“, რომელსაც თავადვე უძღვებოდა (ტელეკომპანია „Мастерская“-ს ნაწარმოები). როგორც ანონსშია აღნიშნული „აქ მოთხრობილია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე იდუმალი და მნიშვნელოვანი მოვლენების, ადამიანთა ბედისწერების, დიდი ცივილიზაციების დიდი საიდუმლოებების შესახებ, რომლებიც მოულოდნელად იხსნებიან აქრიტექტურის პრიზმაში გავლისას. სასახლეები და ტაძრები, სივრცეში და დროში ჩაკარგული ქალაქები. . . რვა ფილმი, ყოველი მათგანი - აღმოჩენა“. დოკუმენტური სერიალის პრემიერა შედგა ფედერალურ ტელეარხზე „Россия“. პროექტის ნამდვილი სენსაცია გახდა ინტერვიუ ოსკარ ნიმაიერთან, ბრაზილიის ოფიციალური დედაქალაქის, ქალაქ ბრაზილიის ლეგენდარულ ხუროთმოძღვართან. 25 წლის განმავლობაში უარობდა დიდი მაესტრო ჟურნალისტებთან ურთიერთობას, მხოლოდ თავისი რუსი კოლეგის მიმართ დაუშვა გამონაკლისი და ტელეეკრანიდან ყველა ნათლად დაარწმუნა, რომ მიუხედავად თავისი ასი წლის ასაკისა, კვლავ იწვის შემოქმედებითი ცეცხლით. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა პროექტის მეცხრე სერიის დამთავრება. ფიდელ კასტრო დაგვთანხმდა, ჩვენთან ესაუბრა კუბის არქიტექტურაზე, მაგრამ გადამღები ჯგუფის ჰავანაში ჩაფრენის დღეს იგი მძიმედ დაავადდა.



2008 წელს სერიალი „მსოფლიო არქიტექტურის საიდუმლოებები“ წარდგენილ იქნა დოკუმენტური კინოს IX ეროვნულ პრემიაზე „დაფნის ტოტი“ საუკეთესო სერიალის და საუკეთესო დოკუმენტური ციკლის ნომიმაციაში, მოსკოვში დაჯილდოვდა ევრაზიის ტელერადიოაკადემიის ტელეფორუმის პრიზით, ხოლო 2009 წელს დამსახურებულად მოიგო სამეცნიერო - პოპულარული კინოს IV საერთაშორისო კინოფესტივალის „ცოდნის სამყარო“ გრან - პრი. ცალკეული სერიები წარდგენილ იქნენ კანის ფესტივალზე, დაიმსახურეს იქ აღიარება, პრიზები და გადათარგმნილ იქნენ მსოფლიოს 40 ენაზე.

 



2009 წელს ნანა ჰერნანდეს გეტაშვილი თანაპროდიუსერობდა ორ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს „სიყვარულის საიდუმლოებები“ და „სიკვდილის საიდუმლოებები“, რომლებშიც ფილოსოფოსთა მსჯელობებს, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შეხედულებებს, ანთროპოლოგების და ბიოქიმიკოსების მოულოდნელი ვარაუდებს, მრავალწლიანი კვლევების უნიკალური შედეგებს ვეცნობით.

ფილმი „სიყვარულის საიდუმლოებები“ (ტელეკომპანია „ Мастерская“-ს ნაწარმოები, პირველი არხის დაკვეთა, 2007 წელი, პროდიუსერები ანდრეი კლიშასი, ნანა გეტაშვილი, საიდა მედვედევა) გვიჩვენებს თუ რატომ აბედნიერებს ეს გრძნობა ადამიანს ერთ წამში, ხოლო მეორეში უსაზღვროდ აუბედურებს.




ფილმი „სიკვდილის საიდუმლოებები“ (ტელეკომპანია „ Мастерская“-ს ნაწარმოები, პირველი არხის დაკვეთა, 2009 წელი, პროდიუსერები ანდრეი კლიშასი, ნანა გეტაშვილი, საიდა მედვედევა) გვიჩვენებს, თუ რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი სიცოცხლის ყოველ წამს და, რაც მთავარია, გვჯეროდეს სიყვარულის.

კადრზე მუშაობამ , გადასაღები მოედნის ატმოსფერომ წარიტაცეს არქიტექტორ - მსახიობი და მან კინომატოგრაფიის მიმართ აგიზგიზებული ვნების რეალიზება თავისთვის სრულიად ახალ, მხატვრული ფილმის პროდიუსერის ამლუაში მოახდინა. პირველივე მცდელობა საოცრად წარმატებული გამოდგა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნანა ჰერნანდეს გეტაშვილის ნიჭის მრავალმხრივობას. მისი უშუალო მონაწილეობით იქნა გადაღებული რუსული კომედია „კიბოსთანები“, რომლის რეჟისორია ილია დემიჩევი, ხოლო მთავარი როლი მიხაილ ეფრემოვმა ითამაშა. ეს არის თანამედროვე მექრთამე ჩინოვნიკის სიყვარულის გულის ამაჩუყებელი ამბავი, რომელიც მისთვის ციხის საკანში სიკვდილით თავდება. ფილმი გაქირავებაში 2009 წელს გამოვიდა. იგი შერჩეულ იქნა კანის ფესტივალის პროგრამაზე - „განსაკუთრებული ხედვა“ წარმოსადგენად. ფილმი ნომინირებულ იქნა რუსეთის ეროვნულ კინოპრემიაზე „ოქროს არწივი“ საუკეთესო მხატვრული ფილმის პრიზის მოსაპოვებლად. ამავე წელს ვიბორგში გამართულ რუსეთის XVII კინოფესტივალზე „სარკმელი ევროპაში“ ფილმს მიენიჭა ორი პრემია: ფესტივალის პრეზიდენტის პრემია დებიუტისათვის, და მესამე ადგილი კონკურსში „ვიბორგის ანგარიში“ (პრიზი ”ვერცხლის კარჭაპი“)

2010 წლის აპრილში საუკეთესო საპროდიუსერო დებიუტის პროფესიონალური პრემიის „СНЯТО“ მინიჭების ცერემონიაზე ნომინაციაში „მიზანში ზუსტი პროდიუსერული მორტყმისათვის“ ფილმი „კიბოსთანები“ დაჯილდოვდა ჟიურის სპეციალური პრიზით. ამასთანავენანა ჰერნანდეს გეტაშვილმა ამ ფილმში ითამაშა ეპიზოდური როლი. 2009 წელს ნანა ჰერნანდეს გეტაშვილი საზოგადოების წინაშე წარსდგა როგორც ორი სრულმრტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „სიყვარულის საიდუმლოებები“ და „სიკვდილის საიდუმლოებები“ პროდიუსერი, რომლებიც გადაღებულ იქნენ რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის დაკვეთით.



როგორც საზოგადოებრივი ლიდერი ნანა ჰერნანდეს გეტაშვილი არჩეულ იქნა სანკტ-პეტერბურგში ქალთა საერთაშორისო ყრილობის APEC დელეგატად, სადაც იგი მონაწილეთა წინაშე გრანდიოზული წარმატებით გამოვიდა სიტყვით თემაზე ემოციური ლიდერობის შესახებ, ხოლო შემდეგ მონაწილეობდა APEC - ის ფორუმში ვლადივოსტოკში.



NG Galaxy-ის პრეზიდენტი მექსიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე

 

ამჟამად NG Galaxy მოიცავს რამდენიმე კომპანიას, რომელთაგან თითოეული მათგანი წარმოადგენს ინდივიდუალურ მიმართულებას შემოქმედებასა და ბიზნესში:

„NG Galaxy GmbH“ - სათავო ჰოლდინგი (გერმანია)

„NG PROJECT“- არქიტექტურული კომპანია

„NG Gallery“ - სამხატვრო გალერეა

„NG Style“ - ფეშენ ინდუსტრიის და დიზაინის საერთაშორისო ინსტიტუტი. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მულტიბრენდ - ბუტიკების ქსელი (ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია¬).

„Ng bau GmbH“ - გერმანული წარმოების სწრაფად ასაგები სახლების მშენებლობა.

„NG construct“- სამშენებლო საქმიანობის სრული სპექტრი

„NG trade“ - ინტერიერის ელემენტების: ავეჯის, განათებების, აქსესუარების, ქსოვილების, ფარდაგების და ა.შ. შესასყიდი და გასაყიდი ოფისების ქსელი

„NG Cinema“ - ტელე და კინო საქმიანობა

„NG Georgia“ - ფეშენ-ბრენდების Versace, Jitrua ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში

 

ყოველი წამოწყება ნანა ჰერნანდეს გეტაშვილის შემოქმედებითი და მაღალპროფესიონალური პიროვნებისათვის ის ბედნიერი წამია, როდესაც ზუსტად იგებს თქვენ შინაგან სამყაროს და რომელსაც გულწრფელად სურს, რომ თქვენს გარშემო მშვიდი და ბედნიერი სამყარო შექმნას.