კიბოსთანები

რუსეთი 2009

ოდესღაც მიხაილ მიხალიჩს პოეტობა სურდა, მაგრამ მოხელე გახდა. ახლა იგი ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ფულს, სტატუსს, ძალაუფლებას ფლობს, ჰყავს ოჯახი. მაგრამ დაკარგა ბავშვური სიხარულის შეგრძნება, როდესაც ადამიანი ბედნიერია თუნდაც იმით, რომ გათენდა, ან წვიმა მოდის. მოულოდნელად იგი ხვდება ნასტიას. რომელსაც არასოდეს უჭამია კიბორჩხალები - „კიბოსთანები“ (რუსულად სიტყვა-სიტყვით „კიბოსთანები“)...

— თქვენ როდისმე ლობსტერები გიჭამიათ?

— ეს რა არის?
— ეს კიბოებია, ოღონდ ძალზე დიდები.

ხუმრობაა, მაგრამ არც მთლად ხუმრობა. და თუ რატომ არის ასე, ეს მხოლოდ ფილმის ბოლოს ხდება გასაგები. ეს სიტყვათა თამაში კარგად ავსებს ჩვენს სიტყვათა მარაგს. იგი ზუსტად აღწევს მიზანს. უკეთესად ვერც მოიფიქრებდა კაცი.

ვინ არის მაინც კიბოსთანები? ესაა ადამიანთა სახესხვაობა, რომელიც ცალკე პოპულაციად გამოყვეს ფილმის ავტორებმა. მათ, უძვლოებს და გარემოზე დამოკიდებულებს, არ შეუძლიათ ცხოვრება თავიანთი ჯავშნის გარეშე, რომლითაც შემოგარსეს თავიანთი ცხოვრება. ისიც ერთ-ერთი მათგანია. მხოლოდ ისაა განსხვავება, რომ იგი მიხვდა ამას და შეწუხდა, ვიწროდ იგრძნო თავი.

„ნასტია, თქვენ ახლა ცხოვრების ყველაზე საოცარი დრო გიდგათ. როდესაც მე ინსტიტუტში ვსწავლობდი, აბსოლუტურად ბედნიერი ვიყავი. საკმარისი იყო სახლიდან გამოვსულიყავი, გაფოთლილი ხეები და მწვანე ბალახი დამენახა, რომ აბსოლუტური ბედნიერება მეგრძნო, რაიმე ხინჯის გარეშე. და ბოლომდე გულღია რომ ვიყო, ამ ჩემი ცხოვრებით მხოლოდ იმისთვის ვცხოვრობ, მაშინდელი ბედნიერების მცირე ნაწილი მაინც რომ დავიბრუნო“.

გსურთ, კვლავ ისუნთქოთ სავსე მკერდით, სიცოცხლის გემო იგრძნოთ და სიყვარული განიცადოთ?

მტკივნეულია. მაგრამ სხვა რეცეპტი არავის მოუგონია.

განთავისუფლდით თქვენი ნაჭუჭისაგან ბატონო კაკრაკებო. რა გელით ცხოვრების მიღმა, მხოლოდ გოგოლმა იცის...

„მე უბრალოდ ერთი ციხიდან მეორეში გადამიყვანეს. იმაში შეღავათიანად ვიყავი. აკვარიუმები დიდი იყო, მდივნები, მანქანები. ვასხედით ერთმანეთს და ჭანგებს ვამოძრავებდით...ამ ციხეში კი პირობები ჩვენთვის - კიბოსთანებისთვის - ძალზე ცუდია. მარტო ვზივარ კამერაში: საწოლი, პარაშა და სხვა არაფერი. წარმოგიდგენია? აქ დავიწყე გოგოლის კითხვა. ისე, სად და როდის მოვიცლიდი მე გოგოლისთვის..."